მთავარი ჩვენზე რეკლამა კონტაქტი
მთავარი მომსახურება აუდიტორია უპირატესობები შეკვეთა რეიტინგი არქივი რეგისტრაცია სიახლეთა არქივი
სიახლეები
პირველი უნიკალური ინტერნეტ პროექტი საქართველოში
2009 წლის 1 სექტემბერს ”ფაბლისითი ჯგუფის” მიერ კიდევ ერთი უნიკალური პროექტი გაეშვა ქართულ ინტერნეტ სივრცეში. ეს არის პირველი ონლაინ გამოკითხვის სამსახური POLLING.GE რომელსაც საკუთარი ინოვაციური & ტექნოლოგიური რესურსით შეუძლია ჩაატაროს სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევები ქართულ ინტრნეტ მომხმხმარებლებს შორის. სააგენტო, ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს სთავაზობს შესაძლებლობას ისარგებლონ მისი ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სამი ძირითადი მომსახურებით: 1. ონლაინ კვლევები 2. ონლაინ რეიტინგები 3. ონლაინ გამოკითხვები მომხმარებალთა გამოკითხვას მრავალი სააგენტო ატარებს, მაგრამ მათ შორის ცოტაა ისეთი, ვისაც ერთდროულად და მოკლე ვადებში შეუძლია ჩაატაროს ისეთი გამოკითხვა, სადაც შერწყმული იქნებოდა მომხმარებელთა აქტიურობა, გამოკითხვის სტიმულირება, გამოკითხულთა ქცევის ტენდენციების შეჯერება და ინტერაქტიულობა. POLLING.GE პასუხობს კვლევის ყველა საბაზისო თანამედროვე მოთხოვნას მოხერხებულობის, უსაფრთხოების, ოპერატიულობისა და ინტერნეტ მომხმარებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამუშავების თვალსაზრისით და მოიცავს: • აუდიტორიის ფართო სპექტრს (1000 - ზე მეტი რესპონდენტი 1 გამოკითხვისას) • გამოკითხვის შეფარდება რესპონდენტების სოციალურ, დემოგრაფიულ და სხვა მახასიათებლებთან • გამოკვლევათა ოპერატიულობა (5-7 დღე) ონლაინ კვლევის სისტემა ყველაზე ახლოს საფოსტო გამკითხვა-ანკეტირებასთან არის. ცნობილია, რომ საფოსტო გამოკითხვისას ანკეტების დაბრუნების სიხშირე ბევრ ისეთ ცვლად ფაქტორზეა დამოკიდებული, როგორიცაა: გამოკითხვის თემა, პოტენციურ რესპოდენტთა შემადგენლობა, წელიწადის დრო, ანკეტის სტრუქტურა, დიზაინი, რესპოდენტთან მიმარტვის სახე და ა.შ. სააგენტოს ონლაინ აუდიტორია ყალიბდება მის მიერ დაგზავნილ სპეციალურ გზავნილებზე ხელმომწერებისაგან, რომლებიც არ განიხილავენ ელექტრონულ გზავნილს მიიღონ მონაწილეობა გამოკითხვაში როგორც სპამს. გარდა ამისა რესპონდენტების ინტერესი და აქტიურობა სტიმულირდება ამა თუ იმ გამოკითხვისას მიღებული შედეგების გამოქვეყნებითა და სხვადასხვა პრიზების გათამაშებით. სააგენტოს ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ მათ მიერ შემოთავაზებული ახალი მომსახურება მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ონლაინ ბიზნესისა და მთლიანობაში ქართული ინტერნეტ საზოგადოებისათვის, მათზე ორიენტირებული მომსახურებების შეთავაზების საქმეში.

2009-09-09 13:04:00
ბეჭდვა
უკან
ორშსამოთხხუთპარშაბ კვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
© 2007 - 2024 POLLING. GE ყველა უფლება დაცულია.   |   დამზადებულია: Pro-Service
ამ საიტზე განთავსებული ნებისმიერი სიდიდის ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება
ნებადართულია მხოლოდ ამ საიტის, როგორც საინფორმაციო წყაროდ მითითების შემთხვევაში
 
Tel: 508444
Fax: 233005
Mob: 893311635
Mob: 877465590
info@publicity.ge